ახალი ამბები

სახელმწიფო მინსტრი ორი სამინისტროს გაერთიანებას იწონებს

(თბილისი, 3 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – “ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გაერთიანება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო”, განაცხადა დღეს სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ.

ეს გადაწყვეტილება გუშინ, 2 მაისს, გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული. გუშინვე გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და საგადასახადო შემოსავლების მინისტრი ლევან ძნელაძე.

ამ ორი უწყების გაერთიანება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობირივი ექსპერტების რეკომენდაციას წარმოადგენდა, აღნიშნა დღეს ჯორბენაძემ.

ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრების გათავისუფლება ასევე გამოწვეული იყო პირველ თვეებში 2002 წლის ბიუჯეტის გარღვევით. 

მსგავსი/Related

Back to top button