ახალი ამბები

გაეროს მისია და სამშვიდობო ძალები კოდორში მონიტორინგს ახორციელებენ

(თბილისი, 3 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოში გაეროს მისიის სამხედრო დამკვირვებლები და რუსეთის სამშვიდობო ძალები დღეს კოდორის ხეობის ერთობლივ მონიტორინგს ახორციელებენ.

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა გუშინ, 2 მაისს სოხუმში განაცხადა, რომ ეს საკითხი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც მან საქართველოს ხელისუფლებისგან ერთობლივი საპატრულო ჯგუფის უსაფრთხოების გარანტიები მიიღო.

რუსული და აფხაზური მხარეები ირწმუნებიან, რომ საქართველო არღვევს 2 აპრილს ხელმოწერილ პროტოკოლს და ხეობიდან რეგულარული არმია არ გაჰყავს. 

მსგავსი/Related

Back to top button