
ახალი ამბები
საქართველო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას აპროტესტებს
(თბილისი, 22 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოსცა განცხადება, რომელიც ერთგვარი პასუხია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებისა, თითქოს საქართველოს მთავრობა ტერორისტებს მფარველობს. “აშშ-ის სამხედრო გეგმები საქართველოში ზოგიერთ რუს პოლიტიკოსს აღიზიანებს. სწორედ ეს არის მიზეზი რუსეთის სახელმწიფო მოხელეების მხრიდან რადიკალური და უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებისა. ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ აშშ-ის სამხედრი დახმარებას საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვთითგამოცხადებული რესპუბლიკების წინააღმდეგ გამოიყენებს.