
საქართველოში აშშ-ს სპეცრაზმები არ იმყოფებიან – აცხადებენ უშიშროების სამინისტროში
(თბილისი, 27 თებერვალი, “სივილ ჯორჯია”) – “ინფორმაცია, თითქოს აშშ-ს სპეციალუირ დანიშნულების რაზმები საქართველოში იმყოფებიან, სიმართლეს არ შეეფერება”, აცხადებს უშიშროების მინისტრის მოადგილე ირაკლი ალასანია. მისი თქმით, ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციები პანკისის ხეობაში არ იგეგმება. ალასანია აცხადებს, რომ პროექტი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის ხორციელდება, წარმოადგენს მხოლოდდამხლოდ ანტიკრიმინალურ კამპანიას და ის დღეს აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთი “ვოშინგტონ პოსტი” იუწყება, რომ საქართველოში იმყოფება აშშ-ს 40-კაციანი სამხედრო, მათ შორის სპეციალური დანიშნულების რაზმი. “პენტაგონმა დაიწყო საბრძოლო ვერტმფრენების მიწოდება საქართველოსთვის და სულ მალე დაიწყებს ქართული ბატალიონების წვრთნას რათა ისინი პანკისის ხეობაში მყოფ ტერორისტებს გაუმკლავდნენ,” წერს “ვოშინგტონ პოსტის” დღევანდელი ნომერი.
საქართველოს საჯარისო ფორმირებების აღჭურვასა და წვრთნას ითავლისწინებს.