ახალი ამბები

ჩეჩენ ლტოლვილთა დაბრუნება – წინააღმდეგობრივი პროცესი

რუსეთის ხელისუფლება პანკისის ხეობაში მცხოვრები 7 ათასზე მეტი ჩეჩენი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებისთვის მზადებას იწყებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 5 თებერვალს საგანგებო სიტუაციათა მინისტრს სერგეი შოიგუს ერთი კვირის განმავლობაში სპეციალური გეგმის შემუშავება თხოვა, რომლის მიხედვითაც ლტოლვითა საქართველოდან ჩეჩნეთში დაბრუნება მოხდება.

რუსეთსა და საქართველოს შორის ჩეჩენი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების შესხებ ერთობლივი მუშაობის დაწყებაზე საქართველოში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმერ რუშაილოს 29-30 იანვარს შემდგარი ვიზიტისას შეთანმხმდნენ.

საქართველოს ხელისუფლება მიესალმება რუსეთის გადაწყვეტილებას დაიწყოს მუშაობა ლტოლვითა რეპატრიაციასთან დაკავშირებით. თუმცა აღნიშნული პროცესი სპეციალისტთა აზრით მრავალ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული.

პირველ რიგში აუცილებელი გახდება პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების დარწმუნება უსაფრთხოების გარანტიებში. მათი მატერიალური უზრნუვლეყოფა და სხვა დეტალი, რომელიც ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის ხანგრძლივი მუშაობის შედეგად უნდა მოხდეს.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად პანკისში მყოფ ლტოლვილებს შორის სამშობლოში დაბრუნებისადმი არც თუ დადებითი დამოკიდებულება არსებობს. მათ არ გააჩნიათ უსაფრთხოების არანაირი გარანტია.

“დღეს რეპატრიაციასთან დაკავშირებით ჩეჩენ ლტოლილთა შორის ცუდი განწყობაა. ისინი დიდი ეჭვით უყურებენ რეპატრიაციის პროცესს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რას დაპირდება რუსეთის მხარე ლტოლვილებს. აქ, უპირველეს ყოფლისა, იგულისხმება უსაფრთხოების გარანტიები და ლტოლვილთათვის საკომპენსაციო პოლიტიკის გატარება,” აცხადებს ირაკლი ფირცხალავა, საქართველოს ლტოლვილთ და განსახლების სამინისტროს…

“ჩეჩნეთში საომარი მოქმედებები გრძელდება. გამუდმებით იბომბება დასახლებული პუნქტები. ასეთ პირობებში ლტოლვილთა ჩეჩნეთში დაბრუნება მათთვის საფრთხეს ქმნის,” მიიჩნევს    საქართველოში მცხოვრები ჩეჩენურ-ქისტური დიასპორის წარმოამდგენელი ხიზრი ალდამოვი.

ოფიციალური თბილისის განცხადებით საქართველო ყველანაირად მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან რათა უმტკივნეულოდ მოხდეს რეპატრიაციის პროცესი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმოამდგენელი კახა სიხარულიძე აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ამ საკითხში შესაძლოა დადებითად აისახოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.

რუსული მასმედიის ცნობით, რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პირველადი ღონისძიებები, რომელიც ლტოლვილთა რეპატრიაციისთვის არის საჭირო უკვე მიმდინარეობს. “მობილიზირებულია საჭირო რაოდენობის ავტოტანსპორტი და სამინისტროს პირადი შემადგენლობა რათა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს ლტოლვილთა დაბრუნება,” განაცხადა ჩეჩნეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ ვასილი ეშჩენკომ 6 თებერვალს.

ამას გარდა ეშჩენკოს განცხადებით, გროზნოში მიმდინარეობს 12 საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია, რომლის დასრულების შემდეგაც იქ 9,000-მდე ლტოლვილი განსახლდება. 

ამავე დროს, პრობლემას ქმნის პანკისის ხეობაში მყოფი ის პირები, რომლებიც ფედერალური ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას. ჩეჩენი მეომრების პანკისის ხეობაში ყოფნის ფაქტი საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად აღარა. მოსკოვის განცხადებით რეპატრიაციის პროცესი დიდ ყურადღებას მოითხოვს, რადგან ლტოლვილებთან ერთად ჩეჩნეთში შესაძლოა პანკისში მყოფი მეომრებიც დაბრუნდნენ.

ამ მიზნით, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოითხოვოს საქართველოსგან პანკისში კრიმინალებისა და ჩეჩენი მეომრების წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაციის ჩატარება.

რეპატრიაციის პროცესის დაწყების დაჩქარებას ახმეტის რაიონის მოსახლეობაც მოითხოვს. მათი აზრით ლტოლვილები და მათთან ერთად მყოფი მეომრები გარკვულ წილად პანკისის ხეობის კრიმინალურ ანკლავად გადაგცევაში არიან დამნაშავენი.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button