ახალი ამბები

სამშვიდობოებს მანდატი გაუგრძელეს

საპროტესტო აქციები გრძელდება

საქართველოს ხელისუფლება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფ დამოუკიდებელ სახელწიფოთა თანამეგობრობის (დ.ს.თ.) სამშვიდობო ძალებს მანდატი 2002 წლის 30 ივნისამდე გაგრძელებაზე დათანხმდა.

საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყბეტილებას გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ 31 იანვარს მიღებული რეზოლუციით ხსნის. “ეს რეზოლუცია ისტორიულია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაერო-მ აფხაზურ მხარეს მოუწოდა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოს ფარგლებში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრისათვის.”

უშიშროების საბჭომ მიიღო დოკუმენტი “თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ”, რომელიც აფხაზეთს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში მოიაზრებს.

“ჩვენ რომ არ დავთანხმებულიყავით რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებას, გაერო-ს უშიშროების საბჭო ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს არ მიიღებდა,” განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ 4 თებერვალს, ორშაბათის ტრადიუციულ რადიოინტერვიუში.

ამას გარდა, როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ აღნიშნა სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელება ოფიციალურ თბილისს საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმაც ურჩიეს.  

საქართველოს ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, ენგურის ხიდთან მიმდინარე საპტოტესტო აქციის მონაწილენი უარყოფითად შეხვდნენ. ისინი რუსეთის სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანას ითხოვენ და გაერო-ს რეზოლუციებს სკეპტიკურად უყურებენ.

3 თებერვალს საპროტესტო აქციის წარმომადგენლები თბილისში ედუარდ შევარდნაძეს შეხვდენ. პრეზიდენტი აქციის მონაწილეთა ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებას შეეცადა. თუმცა მათ პრეზიდენტს განუცხადეს, რომ აფხაზეთიდან დევნილები რუსი მშვიდობისმყოფელების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს არ შეწყვეტენ.

დ.ს.თ.-ის სამშვიდობო ძალების მანდატი 2001 წლის, 31 დეკემბერს ამოიწურა. მათ მანდატთან დაკავსირებული ვნებათაღელვა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც პრეზიდენტი შევარდნაძე სახელწიფო კანცელარიის წინ შეკრებილ დევნილებს შეპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა რუსეთის სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონა დაეტოვებინათ.

11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა დადგელებაც მიიღო, სადაც სამშვიდობო ძალების აფხაზეთში შემდგომი დარჩენა მიზანშუწონლად არის მიჩნეული.

საქართველოს პრეზიდენტმა სამშვიდობოების მანდატის მიმართ პოზიცია 30 ნოემბერს, მოკსოვში თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. პრეზიდენტი უკვე აღარ მოითხოვდა სამშვიდობო ძალების გაყვანას.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აქტუალური გახდა მეორე მოთხოვნა – სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შეცვლა, რაშიც რუსი მშვიდობისმყოფელების აფხაზეთის სიღრმეში, მდინარე ღალიძგამდე გადაწევა იგულისხმება. ეს ოფიციალური თბილისის აზრით გაზრდის გალის რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიებს. ამას გარდა, უსაფრთხოების ზონის გაფართოებამ გალის რაიონში რამოდენიმე ათასი დევნილის დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი.

სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლის საკითხი დ.ს.თ. სამიტმა უნდა განიხილოს. უახლოესი სამიტი 1 მარტს ალმა-ატაშია დაგეგმილი. ოფიციალური თბილისი მანდატის შეცვლის საკითხის დაყენებას სწორედ ამ სამიტზე აპირებს.

როგორც პრეზიდენტმა 4 თებერვალს განაცხადა სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შეცვლის შესახებ წინასწარი თანხმობა რუსეთისა და დ.ს.თ. ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსგან უკვე მიღებულია.

სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის შეცვლის წინააღმდეგია აფხაზური მხარე. პრეზიდენტის განცხადებით ამ გარემოებამ შესაძლოა დ.ს.თ.-ის სამიტზე წინააღმდეგობები გამოიწვიოს და ზოგიერთმა სახელმწიფომ აფხაზური მხარის პოზიციას ანგარიში გაუწიოს.

საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი დიტერ ბოდენი აცხადებს, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებისთივს მანდატეს გაგრძელებამ კონფრონტაციის თავიდან არიდების ყველაზე კარგი საშუალება იყო. “ახლა უკვე შესაძლებელია სამშვოდობო ძალების მანდატის გაუმჯობესებაზე შემდგომი მუშაობის წარმართვა,” განაცხადა დიტერ ბოდენმა 3 თებერვალს.

4 თებერვალს დიტერ ბოდენი სოხუმში გაემგზავრა სადაც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობასთან მოლაპარაკებას გამართავ. მოსალოდნელია, რომ საუბარი გაერო-ს რეზოლუციასთან ერთად, სამშვოდობო ძალებისთვის მანდატის შეცვლის საკითხსაც შეეხება.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button