ახალი ამბები
ახმეტის მაცხოვრებლები დიდ საპროტესტო აქციას მართავენ
(თბილისი, 28 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – ახმეტაში იმართება 4 000 კაციანი საპროტესტო აქცია, რომელიც სამართალდამცავებისგან პანკისის ხეობაში უფრო მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვს, ამბობს დამოუკიდებელი ტელეკომპანია რუსთავი 2. ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა იმ ღონისძიებით, რომელსაც ქართველი სამართალდამცავები პანკისის ხეობაში კრიმინოგენული ვითარების აღკვეთის მიზნით ატარებენ. მათი განცხადებით, ოპერაციას ჯერჯერობით არავითარი შედეგი არ გამოუღია. კრიმინალების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებული ღონისძიება პანკისის ხეობაში 15 იანვარს დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური)