ახალი ამბები

უგრეხელიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ხელახლა აირჩიეს

(თბილისი, 24 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – 23 იავარს მინდია უგრეხელიძე ხელმეორედ აირჩიეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარგზავნილ ქართველ მოსამართლედ, იტყობინება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეს-სამსახური. 

ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ უგრეხელიძე საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატთა სიიდან ამოარჩია.

მინდია უგრეხელიძე განახლებულ მოვალეობას 2002 წლის 25 ივნისიდან 2007 წლის 31 ოქტომბრამდე შეასრულებს.

1990-98 წლებში იგი იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button