ახალი ამბები

ხელისუფლება საპროტესტო აქციების ორგანიზებას უარყოფს

(თბილისი, 23 იანვარი, “სივილ ჯორჯია”) – პრეზიდენტის პრეს-მდივანი კახა იმნაძე უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს რუსეთის სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები პრეზიდენტის მიერ არის ორგანიზებული.

ასეთი მოსაზრება 22 ინვარს საპარლამენტო ფრაქციებმა “აღორძინებამ”, “ახალმა მემარჯვენეებმა” და “მოძრაობა დემოკრატიული რეფორმებისთვის” წარმომადგენლებმა გამოთქვეს.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები რუსეთის სამშვიდობო ძალების უმოქმედობის ბუნებრივი შედეგია.     

Back to top button