
პროტესტი სამშვიდობო ძალების წინააღმდეგ
აქციის მონაწილეები და მთავრობა დსთ-ს სამშვიდობო ძალების გაყვანას ითხოვენ სულ უფრო კატეგორიული ხდება აქციის მონაწილეთა მოთხოვნები. თუ აფხაზეთიდან დევნილები და პარტიზანები გუშინდელ დღემდე რუსეთის სამშვიდობო ძალების ბლოკპოსტების ენგურიდან აფხაზეთის სიღრმეში, მდინარე ღალიძგამდე გადაწევას ითხოვდნენ, ახლა მომიტინგენი სამშვიდობო ძალების მთლიანად კონფლიქტის ზონიდან გაყვანას მოითხოვენ. 21 იანვარს აქციის მონაწილეებმა ერთი დღის ვადა მისცეს საქართველოს პრეზიდენტს, რათა მას რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონიდან გაყვანასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უკიდურესი ზომების გატარებით დაიმუქრნენ. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს აფხაზეთში გადასასვლელი თითქმის ყველა ხიდი და გზა. ისინი უარს ამბობენ გაატარონ სამშვიდობო ძალებისა და გაეროს დამკვირვებლების კუთვნილი ტრანსპორტი. ხიდების გადაკეტვით აქციის მონაწილეები აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობისმყოფელების ფაქტიურ ბლოკირებას ახდენენ. პარტიზანული შენაერთის “ტყის ძმების” ლიდერმა დავით შენგელიამ 22 იანვარს განაცხადა, რომ მდინარე ენგურზე გადასასვლელი ყველა გზა დანაღმულია. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ აგებენ პასუხს დანაღმვის შესაძლო შედეგებზე. რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში ყოფნის მანდატი 2001 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა. ისინი აფხაზეთში 1994 წლიდან იმყოფებიან. აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თამაზ ნადარეიშვილის მონაცემებით, საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოების რვაწლიანი მოღვაწეობის მანძილზე 1700 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ანალოგიური მოთხოვნით აქციას უკვე ჰქონდა ადგილი სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან 2001 წლის ოქტომბერში. მაშინ ყველასთვის მოულოდნელად მიტინგის მონაწილეებთან გავიდა პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელიც დაჰპირდა მათ, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა რუსეთის სამშვიდობო ძალებს დაეტოვებინათ კონფლიქტის ზონა. 11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე. თუმცა 30 ნოემბერს მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ უეცრად სრულიად შეიცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ იგი რუსი სამშვიდობოების აფხაზეთიდან გასვლის დაჩქარებას არ ემხრობა. ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილენი აცხადებენ, რომ გამოსვლები დღითიდღე უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს მიიღებს, თუ ხელისუფლება არ დააკამაყოფილებს მათ მოთხოვნას. მიუხედავად ხელისუფლების მხარდაჭერისა, საკითხი საკმაოდ რთულია. როგორც საქართველოს უშიშროების მინისტრმა 21 იანვარს განაცხადა, “ეს არის პრობლემა, რომელიც ერთ ან ორ დღეში ვერ გადაწყდება და მას წლები სჭირდება”. ეს პირობა რუსი სამშვიდობო ძალების უკრაინელებით ჩანაცვლებას კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივად აქცევს. სალომე ჯაში, სივილ ჯორჯიასაპროტესტო აქციები აფხაზეთიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნით სულ უფრო მაშტაბურ ხასიათს იძენს. ენგურის ხიდთან 19 იანვარს დაწყებულ მიტინგს 21 იანვარს თბილისში სახელმწიფო კანცელარიის წინ საპტოტესტო აქციაც დაემატა.
მასმედიასთან საუბრისას ხელისუფლების თითქმის ყველა წარმომადგენელი ეთანხმება საპროტესტო აქციის მონაწილეებს. პრეზიდენტ შევარდნაძის უკანასკნელი განცხადებით, ის მხარს უჭერს მოსახლეობის მოთხოვნებს, თუმცა დასძენს, რომ რუსი სამშვიდობოები არ დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, სანამ არ მოხდება მათი ალტერნატიული სამშვიდობო ძალებით ჩანაცვლება.
ამ ეტაპზე ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთის სამშვიდო ოპერაციებში, არის უკრაინა. თუმცა, ერთი პირობით: ოპერაცია არა დ.ს.თ.-ის, როგორც ამჟამად არის, არამედ გაეროს ეგიდით უნდა წარიმართოს.