
პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სესიების მიმოხილვა. 16-18 იანვარი. 2002
16-18 იანვარი, ოთხშაბათი-პარასკევი 1. კანონპროექტი “საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონპროექტი ზოგადად მიმოიხილა სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ. მან დანანებით აღნიშნა, რომ პარლამენტის მხრიდან წამოყენებული პრეტენზიების მხოლოდ ნაწილი გაიზიარა მთავრობამ. ჯორბენაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 25 მილიონი ლარით გაიზარდა. სახელმწიფო მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც სპეციალური კომისიის მიერ შემუშავდება იქნება საფუძველი ოპტიმალური ბიუჯეტის შესადგენად. ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ოფიციალურად წარუდგინა პარლამენტს 2002 წლის ბიუჯეტის პროექტი. მთავრობასა და პარლამენტს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად ბიუჯეტში შემდეგი პუნქტები დაფიქსირდა: 10 მილიონი ლარით განისაზღვრა საინვესტიციო ფონდი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უნდა მოხმარდეს; საქართველოს მთიან რეგიონებში მიწის გადასახადი 50%-ით შემცირდა; მასწავლებლების ხელფასის გაზრდა 15-20%-ით ბიუჯეტში სექტემბრისთვის იგეგემება. გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის თაჯდომარემ ვიტალი ხაზარაძემ კომიტეტის შენიშვნები გააცნო მთავრობას და ბიუჯეტის კანონის მეორე მოსმენით წარმოდგენისთვის მათი მაქსიმალური გათვალისწინება თხოვა. ხაზარაძემ მოითხოვა ე.წ სპეცსახსრების ცენტრალურ ბიუჯეტში ასახვა; პრივატიზაციიდან დაგეგმილი თანხების შემცირება, რათა 2001 წლის ბიუჯეტის გამოცდილებით სეკვესტრის საშიშროება არ შეექმნას 2002 წლის ბიუჯეტსაც; უცხოური გრანტებისა და დახმარებების სათითაოდ, კრედიტის სახით განწერა. კომიტეტემა ასევე თხოვნით მიმართა კონტროლის პალატას ბიუჯეტის შესრულებაზე ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს პრეზიდენტის საინვესტიციო ფონდის ხარჯვით ნაწილზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ გია ბარამიძემ მკაცრად გააკრიტიკა ის ბიუჯეტი, სადაც საგადასახადო-შემოსავლების სამინისტროში თანამშრომლების წახალისებისათვის 37 მილიონი ლარია გამოყოფილი და თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ 38 მილონი ლარი ეძლევა. ბიუჯეტის კანონი დეპუტატების კრიტიკას ვერ უძლებდა. ფრაქციიც თავჯდომარეებმა ნეგატიური პოზიცია დააფიქსირეს წარმოდგენილი ბიუჯეტის მიმართ. თითოეული მათგანი თანხმდებოდა, რომ თუ მთავრობა ოთხი თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ბოუჯეტის შესრულებას, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. პარლამენტის თავჯდომარემ სარეიტინგო კენჭისყრა ჩაატარა. მომხრე – 120 მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა სარისკო იყო, კანონს I მოსმენით მაინც გავიდა მომხრე – 132 2. კანონპროექტი “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი წარადგინა ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა. ცვლილებები პასუხისმგებლობის გამიჯვნას ეხება. საგადასახადო შემოსავლების შესრულებაზე პასუხისმგებელი იქნება საგადასახადო-შემოსავლების სამინისტრო, ხოლო ბიუჯეტის სხვა შემოსავლებსა და მის ხარჯვაზე ფინანსთა სამინისტრო. კენჭი ეყერა გამარტივებული წესით. მომხრე – 118 3. კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კენჭი ეყრა გამარტივებული წესით. მომხრე – 122 4. კანონპროექტი “პარლამენტის წევრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევეის და საპენსიო უზრუნველყოფის თაობაზე” განხილული იქნა I მოსმენით. მომხრე – 139
მოწინააღმდეგე – 27
მოწინააღმდეგე – 21
მოწინააღმდეგე – 6
მოწინააღმდეგე – 2
მოწინააღმდეგე – 9