
ახალი ამბები
პარლამენტი ბიუჯეტის ჩაგდებით იმუქრება
(თბილისი. 16 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს დაგეგმილია პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც 2002 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილვენ. მოსალოდნელია, რომ პროექტი ჩავარდება, რადგან დეპუტატებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს შეთანხმების მიღწევა. დეპუტატები ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას ითხოვენ. პრეზიდენტის მრჩეველი ფისკალურ საკითხებში გიორგი ისაკაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხარჯების გაზრდის წინააღმდეგია, რადგან მათ გარანტია არ აქვთ, რომ ხელისუფლება საკმარისი რაოდენობით შემოსავლებს მოაგროვებს ხარჯების დასაფარად, რაც წლის ბოლოს კვლავ სეკვესტრს გამოიწვევს.