ახალი ამბები

ჩარჩო-ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მოსკოვში

(თბილისი. 15 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს მოსკოვში რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი მიმდინარეობს.

საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ უკლება ხელმძღვანელობს.

ახალი ჩარჩო-ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები თბილისში 2001 წლის 21 დეკემბერს დაიწყო.

პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებით ამჯერად ხელშეკრულების რატიფიკაცია პირველად რუსეთის სათათბირომ უნდა მოახდინოს.

პირველი ჩარჩო-ხელშეკრულებას რატიფიკაცია საქართველომ გაუკეთა თუმცა რუსეთის სათათბირო დოკუმენტის დამტკიცებაზე უარს არცხადებდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button