ახალი ამბები

ეუთო რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგს აფართოებს

(თბილისი. 3 იანვარი. “სივილ ჯორჯია”) – 3 იანვრიდან დაწყებული, ეუთო-ს დამკვირვებლები მონიტორინგს დაიწყებენ საქართველო-რუსეთის საზღვრის, ინგუშეთის მონაკვეთზე, იტყობინება ეუთო-ს მისია საქართველოში.

ეუთო-ს დამკვირვებლების 5 კაციანი ჯგუფი 2 იანვარს სოფელ სნოში შევიდა, აქვე ეუთო-ს სამეთვალყურეო შტაბი განლაგდა.

საქართველო-ჩეჩნეთის საზღვრის მთიანი 81 კილომეტრის სიგრძის საზრვრის მონაკვეთის მონიტორინგი ეუთო-მ 1999 წლის დეკემბერში დაიწყო.

მონიტორინგის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება ეუთომ 2001 წლის 13 დეკემბერს  მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button