ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები” ბიწაძე-ბურჯანაძის წინააღმდეგ

(თბილისი. 13 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები” ბადრი ბიწაძის გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშვნის წინააღდეგნი არიან. ბიწაძე პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლეა.

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე დავით გამყრელიძე აცხადებს რომ ბადრი ბიწაძის დანიშვნა კიდევ ერთი ოჯახური კლანის შექმნას ნიშნავს, რაც მას დაუშვებლად მიაჩნია.

“ახალი მემარჯვენეები” გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის გადადგომას ითხოვენ, რომელმაც ბიწაძე თავის მოადგილედ დანიშნა.  ბადრი ბიწაძე გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტზე 10 დეკემბერს დაინიშნა. მანმადე ის მთავარი სამხედრო პროკურორი იყო.

მსგავსი/Related

Back to top button