ახალი ამბები

“რეზონანსი” პროკურატურაში ცვლილებებს არ მოელის

“რეზონანსი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 13.12.01.) – “რეზონანსში” გამოქვეყნდა სტატია სათაურით “რა ხდება გენერალურ პროკურატურაში”, სადაც საუბარია ახალი გენპროკურორის დანიშვნის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებზე. გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე საკადრო ცვლილებებში სიფრთხილეს იჩენს და გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობს, წერს “რეზონანსი”.

გაზეთის თქმით, ერთადერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება, რაც უკვე მოხდა, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ სამხედრო პროკურორის ბადრი ბიწაძის დაწინაურება იყო. “მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ბიწაძეს სამხედრო პროკურატურაში რაიმე მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია, დროდადრო შსს-სა და თავდაცვის სამინისტროს მიმართ კრიტიკის გამო გარკვეული სიმპატიები ჰქონდა დამსახურებული”, წერს გაზეთი.

“რეზონანსის” განცხადებით, ბადრი ბიწაძის დაწინაურება “მოქალაქეთა კავშირის” რეანიმაციად შეაფასეს, ვინაიდან იგი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლე და, შესაბამისად, ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირთან” დაახლოებული პირია.

გაზეთის ინფორმაციით, თბილისის პროკურორის თანამდებობაზე რეფორმატორთა გუნდის წარმომადგენლის მიხეილ მაჭავარიანის სიმამრი რამაზ ჟრენტი უნდა დაინიშნოს. “რამაზ ჟრენტი თანამდებობის პირი კი იყო პროკურატურაში, მაგრამ მისი რაიმე დამსახურება სამშობლოსა და ხალხის წინაშე ცნობილი არ არის”, წერს “რეზონანსი”.

მისი აზრით, “მოქალაქეთა კავშირის” რეფორმატორულ გუნდთან დაახლოებული პირების თანადებობებზე დანიშვნა სულაც არ ნიშნავს ჟვანიასა და მის გუნდზე ზრუნვას. “ეს ცვლილებებლი უფრო პირადი კონტატისა და სიმპატიების შედეგია”.

აშკარაა, გაზეთი დადებითად არ აფასებს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე ცვლილებებს. წერს კიდეც: “მინიმალურია გარანტია, რომ გაბრიჩიძის ხელში პროკურატურა უკეთესობისკენ შემობრუნდეს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყოს”.

 

მსგავსი/Related

Back to top button