Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს მთავრობა სავალუტო ფონდიდან მორიგ ტრანშს წლის ბოლომდე ელოდება

(თბილისი. 12 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (ს.ს.ფ.) მისიის წარმომადგენლები საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ირაკლი მანაგადზეს შეხვდნენ. მათ 2002 წლის ბიუჯეტის პარამეტრები განიხილეს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ს.ს.ფ.-ს მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი პარამეტრები წარუდგინეს. ს.ს.ფ.-ის მისია პარამეტრებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას 14 დეკემბერს მიიღებს.

საქართველოს მთავრობა იმედოვნებს რომ სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფარგლებში ს.ს.ფ.-დან კრედიტს ამ წლის ბოლომდე მიიღებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ კრედიტის მიღება მხოლოდ 2002 წლის პირველ კვარტალში იქნება შესაძლებელი.

სიღარიბის დაძლევისა და ეკონომუკური ზრდის პროგრამის მიხედვით საქართველომ ს.ს.ფ.-სგან 137 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა მიიღოს. დღემდე საქართველოს დაახლოებით 34 მილიონი აქვს მიღებული.

მსგავსი/Related

Back to top button