ახალი ამბები

პარტია “მოქალაქეთა კავშირისათვის” ბრძოლა მწვავდება

(თბილისი. 10 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” დმანისის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ამავე პარტიის გენერალური მდივნის ედვარდ სურმანიძის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.

პარტიაში დაპირისპირება მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ედვარდ სურმანიძემ საარჩევნო სიიდან დმანისელი მაჰმუდოვი ამიოღო, რის შედეგადაც პარლამენტში გამონთავისუფლებული ადგილი პარტიის სხვა წევრმა დაიკავა.

ამავე საფუძველზე, სურმანიძეს ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ირაკლი გოგავა დაუპირისპირდა, რომელიც ასევე “მოქალაქეთა კავშირის” წევრია. ფრაქცია ქვემო ქართლის გუბერნატორ ლევან მამალაძის საპარლამენტო დასაყრდენად არის მიჩნეული.  

22 დეკემბერს, დაგეგმილია “მოქალაქეთა კავშირის” სხდომა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია და რეფორმატორულად განწყობილი პარტიის სხვა წევრები აცხადებენ, რომ აუცილებელია პარტიაში წმენდების ჩატარება.

მოსალოდნელია, რომ ისინი ქვემო ქართლის გუბერნატორ ლევან მამალაძის დაჯგუფების სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდებიან.

მსგავსი/Related

Back to top button