ახალი ამბები

თბილისში ევროკომისიის თანამშრომელი მოკლეს

(თბილისი. 10 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – გუშინ, გვიან ღამით მოკლეს საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის პროგრამათა განყოფილების მენეჯერი გიუნტერ ბოიხელი. იგი თბილისში თავისი დროებითი საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში ნახეს მკვდარი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილას მივიდა, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა გაქურდვის მიზნით მოხდა. მოკლულს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება. 

49 წლის გიუნტერ ბოიხელი გერმანიის მოქალაქე იყო.

მსგავსი/Related

Back to top button