ახალი ამბები

გატაცებული ესპანელი ბიზნესმენები გაანთავისუფლეს

(თბილისი. 9 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – 8 დეკემბერს, გაანთავისუფლეს ესპანეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გამტაცებლების ხელში იყვნენ. სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით ესპანელი ბიზნესმენები გამტაცებლებმა თელავის მახლობლად დატოვეს. სხვა დეტალების დასახელებისგან ხაბურძანიამ თავი შეიკავა.

ამჟამად ორივე ბიზნესმენი თბილისში იმყოფება. დღეს მათ გენერალურ პროკურატურაში ჩვენებები უნდა მისცენ.

გამტაცებლები ხოსე ანტონიო ტრემინიოსა და ფრანსისკო როდრიგესის ოჯახის წევრებისგან გამოსასყიდს ითხოვდენენ. დაახლოებით ორი თვის წინ გავრცელდა ცნობები, რომ ნათესავებმა გამოსასყიდი გადაიხადეს, თუმცა კრიმინალები დამატებით თანხას მოითხოვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button