ახალი ამბები

სანაიას მკვლელობის იარაღი ნაპოვნია – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი

(თბილისი. 6 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – “გიორგი სანაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გრიგოლ ხურცილავამ გვაჩვენა ადგილი სადაც მას ის იარაღი ჰქონდა შენახული, რომლითაც გიორგი სანაია მოკლა,” განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა. მან იარაღის ტიპის დასახელებისგან თავი შეიკავა.

გენერალური პროკურორის ნუგზარ გაბრიჩიძის განცხადებით, იარაღთან ერთად ნაპოვნია გილზა და გიორგი სანაიას ბინის გასაღები, რომელიც მკვლელობის შემდეგ დაიკარგა. მისი განცხადებით ეჭვმიტანილმა სამართალდამცველებს აჩვენა ის ადგილი სადაც გასაღები და გილზა გადააგდო, რის შემდეგაც მათი პოვნა გახდა შესაძლებებლი, აცხადებს გენერალური პროკურორი.

გენერალურმა პროკურორმა და შინაგან საქმეთა მინსტრმა უპასუხოდ დატოვეს ჟურნალისტების შეკითხვები თუ რატომ არ იმალებოდა ეჭვმიტანილი და რატომ გადაწყვიტა მან მკვლელობის იარაღის შენახვა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button