Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარე იმედგაცრუებულია

(თბილისი. 5 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით იგი იმედგაცრუებულია იმით რომ მთავრობის განახლება არ მოხდა და პარლამენტმა კვლავ ძველი მინისტრები დაამტკიცა. 

“დეპუტატებს აღარ აქვთ მორალური უფლება გააკრიტიკონ პრეზიდენტი ძველი მინისტრების პარლამენტისთვის შემოთავაზებისთვის, რადგან დეპუტატებმა ყველა ეს კანდიდატურა დაამტკიცეს, რითაც არ გამოიყენეს შანსი და არ გადაახალისეს მთავრობა”, განაცხადა ბურჯანაძემ.

პარლამენტმა უკვე თითქმის მთლიანად დააკომპლექტა აღმასრულებელი ხელისუფლება. ვაკანტურია მხოლოდ სახელმწიფო, ქონების მართვისა და გარემოს დაცვის მინისტორბის თანამდებობები.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button