ახალი ამბები

დეპუტატების კომენტარები ახალ კაბინეტთან და მის სტრუქტურასთან დაკავშირებით

გიორგი თარგამაძე
ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე

ფრაქციისთვის სრულიად გაუგებარია რა ლოგიკით მოქმედებს პრეზიდენტი. მან მთავრობა იმისთვის გადააყენა რომ შემდეგ ისევ უკან დაებრუნებინა? მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელის დასახელებაც საკმარისი იქნება იმისთვი, რომ დავწმუნდეთ თუ რა არაეფექტური იყო ხელისუფლება. ახალი კანდიდატურების დასახელებით შანსი იყო, რომ მთავრობისადმი მოსახლეობის ნდობა გაზრდიულიყო, მაგრამ ეს შანსი იკარგება.

რაც შეეხებათ ახალ კანდიდატებს, ზოგიერთი მათგანისადმი ფრაქციას გარკვეული სიმპათიები გააჩნია, მაგალითად გენერალური პროკურორისა და (იუსტიციის ექს-მინისტრი როლანდ გილიგაშვილი) იუსტიციის მინისტრობის კანდიდატურებისადმი (პაატა ცნობილაძე). სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით ფრაქციას პოზიციები ჯერჯერობით არ ჩამოუყალიბებია.

პრეზიდენტის ინიციატივა საგადასახადა შემოსავლების სამინისტროს დეპარტამენტებად დაშლისა და სახელმწიფო მინისტრისადმი დაქვემდებარების თაობაზე, მიმაჩნია პარლამენტის საგადასახადო და საბაჟო უწყებებზე კონტროლის შემცირებას ისახავს მიზნად. როგორც ცნობილია, სამინისტროებისგან განსხვავებით, დეპარტამენტებზე პრეზიდენტის უშუალო კონტროლი ვრცელდება, ასე რომ ეს გადაწყვეტილებაც პრეზიდენტის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ირაკლი გოგავა
ფრაქცია “ალიანსი – ახალი საქართველოსთვის” თავმჯდომარე

იმ პიროვნებებს რომელიც ამჟამად მინისტრობის კანდიდატურებზე სახელდება შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ფრაქცია მათ მხარს არ დაუჭერს. მას შემდეგ რაც მთელი მთავრობა გადადგა, გაჩნდა გარკვეული ცვლილებების იმედი. მაგრამ მაშინ როდესაც ახალი მთავრობის შენადგენლობის 80% პრაქტიკულად ძველია, ყოველგვარ სასიკეთო ცვლილებებზე ლაპარაკი ზედმეტია. მართალია ბევრი მათგანი ჩვენთვის მიუღებელი სრულიადაც არ არის, მაგრამ დარწმუნებულია ვარ, უკეთესი კანდიდატების მოძებნაც შეიძლებოდა.

რაც შეეხება სამინისტროების რაოდენობის შემცირებას, ამ პროცესს მთლიანად მივესალმები. ვთვლი, რომ სტრუქტურული ცვლილებები არა თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, არამედ პარლამენტშიც განსახორციელებელია.

ფიქრია ჩიხრაძე
ფრაქცოა “ახალი მემარჯვენეები”

ჩვენი ფრაქცია ამ კრიზისამდეც არა ერთხელ ითხოვდა, რომ მთელი მთავრობა უნდა გადამდგარიყო. როდესაც კრიზისის შემდეგ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში იგივე პიროვნებების დაბრუნებას აპირებენ, რა თქმა უნდა “ახალი მემარჯვენეები” ამის წინააღმდეგი იქნება.

იმ კანდიდატებს, რომლებიც არ ყოფილან ადრე მინისტრები, ჩვენ შეხვდებით, თუმცა არა მგონია, რომ ამან ჩვენს პოზიციაზე გავლენა იქონიოს. ფრაქცია საერთოდ არ მიიღებს კანდიდატურების განხილვაში მონაწილეობას.

სამინისტროების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით კი უნდა აღინიშნოს, რომ ეს სტუქტურული ცვლილებები ძალიან ნაჩქარევად და გაუაზრებლად იყო შემოთავაზებული. არ შეიძლება, რომ რაღაი ლევან ძნელაძე საგადასახადო შემოსავლების მინისტრი იყო და ეხლა სახელმწიფო მინისტრად მოიაზრება ეს უწყებაც ავტომატურად სახელმწიფო მინისტრს დავუქვემდებაროთ.

ვასილ მაღლაფერიძე
ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი”

ჯერ-ჯერობით ფრაქცია არ ჩამოყალიბებულა საბოლოო პოზიციაზე, თუმცა გამოითქვა ასეთი მოსაზრება, რომ თუირითადად იგივე პიროვნებები დასახელდებოდნენ მინისტრობის კანდიდატებად, მაშინ რა საჭირო იყო მთავრობის გადადგომა? ეს ჩემთვის გაუგებარია. ჩემი აზრით, ფრაქცია მინისტრების ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ რემოდენიმეს დაუჭერს მხარს, ესენია: დავით თევზაძე (თავდაცვის ყოფილი მინისტრი), დავით კირვალიძე (საფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი), ზურაბ ნოღაიდელი (ფინანსთა ყოფილი მინისტრი) და ირაკლი მენაღარიშვილი (საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი).

რაც შეეხდბა უშიშროების მინისტრის კანდიდატურას (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვალერი ხაბურზანია) ალბათ ფრაქცია დაუჭერს მას მხარს. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანიდატთან კობა ნარჩემაშვილთან (ამჟამად მინისტრის მოადგილე) დაკავშირებით ბევრი საფიქრალი გვაქვს, რადგან გასარკვევი მისი დამოკიდებულება შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან კახა თარგამაძესთან, რომლის გადაყენებასაც ასე დაჟინებით მოვითხოვდით.

ასევე სრულიად გაუგებარია სტრუქტურული ცვლილებები, რადგან გაურკვეველია თუ სახელმწიფო მინისტრი გაუწევს კურირებას საბაჟოსა და საგადასახადოს მაშინ რატომ უნდაერქვას მას სახელმწიფო მინისტრი. საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო ფინანსთა სამინისტროსთან რომ გაერთიანებულიყო მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა ეს გადაწყვეტილება.  

Back to top button