
ნინო ბურჯანაძე: “პრეზიდენტმა გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას”
ნინო ბურჯანაძე თუმცა იმ შემთხვევაში თუ ამ უკანასკნელს პარლამენტის თავჯდოამარედ აირჩევენ, იგი უპირველეს ამოცანად პარლამენტში დაპირისპირებების შემცირებას მიიჩნევს. მისი მტკიცებით “პარლამენტში არსებული ვითარება დესტაბილიზაციის სერიოზული წყაროა.” პარლამენტის სპიკერად არჩევის პერსპექტივების კომენტარისას, ნინო ბურჯანაძე პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს. “ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძე ძალზედ სერიოზული კანდიდატურაა და მას საკმაოდ ძლიერი ბერკეტები გააჩნია, რათა დეპუტატთა ხმები მოიპოვოს,” დასძენს იგი. ბურჯანაძეს უჭირს იმის თქმა თუ რაოდენ სერიოზულია “აღორძინების” მიერ დასახელებული კანდიდატის ჯემალ გოგიტიძის შანსები. ბოლო პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ ასლან აბაშიძესა და პრეზიდეტნ შევარდნაძეს შორის დაახლოების პროცესს ბურჯანაძე დადებითად აფასებს: “რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ ცენტრსა და რეგიონს შორის ნორმალური ურთიერთობები არსებობდეს. აჭარის შემთხვევაში კი, ცენტრთან ურთიერთობის მხრივ ძალზედ ბევრი რამ არის დასარეგულირებელი. მე მივესალმები პრობლემების მოგვარების ამ არაკონფროტანციულ გზას” თავად პრეზიდენტ შევარდნაძის პოლიტიკის კომენტარისას პარლამენტის თავჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ აუცილებელია პრეზიდენტმა გადამჭრელი ზომები მიიღოს, რათა ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. ამ მიმართულებით, ნინო ბურჯანაძის აზრით სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული. “მარტო პრეზიდეტზე არ ვსაუბრობ, პასუხიხმგებლობა პარლამენტსაც ეკისრება. მაგრამ მიმაჩნია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი სწორედ პრეზიდენტმა უნდა გადადგას … ამ ნაბიჯებს პრეზიდენტისგან დიდი ხანია ველით. სიმართლე რომ გითხრათ, მე ედუარდ შევარდნაძისგან გადამჭრელი ზომების მიღებას ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის ვადის დაწყებისას ველოდი. მეგონა, რომ იგი შეცვლიდა მინისტრთა შემადგენლობას, თუმცა ეს სამწუხაროდ, არ მოხდა”, აღნიშნავს დეპუტატი. ნინო ბურჯანაძე პარლამენტის “რეფორმატორთა” გუნდის საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას. იმის მიუხედავად, რომ “რეფორმატორები” ხშირად ხმაურით გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებებს, მათი პოზიცია გასათვალისწინებელია. “ჩვენ რომ მაშინ ამ მინისტრებთან მიმართებაში გარკვეული ზომებისთვის მიგვემართა, ახლა ამგვარ კრიზისში არ ვიქნებოდით,” მიიჩნევს საგარეო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე. (საუბარია ყოფილი იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის მიერ შინაგან საქმეთა და უშიშროების ექს-მინისტრების კორუფციაში მხილებაზე). მართალია ბურჯანაძე ეთანხმება რეფორმატორთა სულისკვეთებას, მაგრამ ხშირად არ იზიარებს იმ რადიკალურ განწყობას, რომელიც ამ გუნდის წევრებს ახასიათებთ. “მე ყოველთივის, მათ შორის უმწვავეს საკითხებთან დაკავშირებითაც კი ზომიერების შენარჩუნების მომხრე ვარ” – დასძენს პარლამენტის თავჯდომარეობის კანდიდატი.
საქართველოს პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე,
პარლამენტის თავჯდომარეობის კანდიდატი“რეფორმები არა თუ უნდა გაგრძელდეს, არამედ უნდა გაძლიერდეს კიდეც. ხელისუფლებაში სერიოზული საკადრო და სტუქტურული ცვლილებების განხორციელებაა საჭირო. არ შეიძლება მთავრობაში ის პირები დაბრუნდნენ, რომლებმაც მთელი ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინეს,” აცხადებს პარლამენტის თავჯდომარეობის კანდიდატი ნინო ბურჯანძე “სივილ ჯორჯიას” კორესპონდენტთან საუბრისას.
პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე სპიკერის პოსტის მნიშვნელობას სხვა ჭრილშიც განიხილავს. მისი განცხადებით სწორედ ამ ორ-სამ დღეში უნდა გადაწყდეს მოხდება თუ არა საქართველოს რუსეთთან დაახლოება ქვეყნის ინტერესებისა და იმ დასავლური კურსის ხარჯზე, რომელიც საქართველომ აირჩია. ანუ ნინო ბურჯანაძის მიხედვით ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ ვინ დაიკავებს პარლამენტის თავჯდომარის ადგილს.