
ახალი ამბები
საქართველო გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის მონიტორინგს ითხოვს
აერთაშორისო მონიტორინგის გარეშე გუდაუთის ბაზის გატანის პროცესთან დაკავშირებით ყოველთვის გაურკველი მდგომარეობა იქნება აცხადებს პრეზიდენტი შევარდნაძე. რუსი სამხედორიების მტკიცებით გუდაუთის ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გატანა 26 ოქტომბერს დასრულდა. თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გუდაუთადან რუსებმა მხოლოდ გამოუსადეგარი ჯართი გაიტანეს და არა სამხედრო ტექნიკა. რუსეთი საქართველოს წინადადებაზე ბაზის ლიკვიდაციის პროცესის საერთაშორისო მინიტორინგთან დაკავშირებით დღემდე უარს აცხადებს.