
ახალი ამბები
მარუხის უღელტეხილი კვლავ დაიბომბა 15:54 28.10
დღეს დილით, 4:15 საათზე სოხუმიდან გამოფრენილმა ექვსმა მი-24 ტიპის ვერტმფრენმა და ოთხმა სუ-25 ტიპის გამანადგურებელმა მარუხის უღელტეხილი დაბომბეს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობაშია მდებარეობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით დაბომბილია დაუსახლებელი ტერიტორია, შესაბამისად მსხვერპლი არ არის. სამინისტროს პრესმდივანი ნინო სტურუა აცხადებს, რომ აფხაზებს 4 სუ-25 არ გააჩნიათ, ამიტომ სავარაუდოა, რომ მარუხი რუსეთის გამარადგურებელმა დაბომბეს. კოდორის ხეობაში მდებარე მარუხოს უღელტეხილის დაბომბვის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 17 ოქტომბერს, ასევე სოხუმიდან გამოფრენილმა 6-მა ვარტმფრენმა უღელტეხილი პირველად დაბომბა.