
ახალი ამბები
თბილისი რუსების მიერ გუდაუთის დატოვების თაობაზე ინფორმაცია არ ფლობს
რუსეთმა გუდაუთის ბაზიდან შეიარაღების ბოლო ეშელონი გაიყვანა, საინფორმაციო სააგენტო “პრაიმ ნიუსი” აცხადებს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ დღეს საღამოს “სივილ ჯორჯიას” კორესპონდეტს განუცხადა, რომ იგი ამის თაობაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. ამ ინფორმაციას ვერც საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ რომ რუსეთის მხარეს გუდაუთიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის თაობაზე ოფიციალური თბილისისათვის წინასწარ არ შეუტყობინებია. რუსეთს გუდაუთის ბაზა 1999 წლის ეუთოს სამიტის შეთანხმების მიხედვით ამა წლის 1 ივლისამდე უნდა გაეუქმებინა.