
პარლამენტის ბიუროს სხდომის მიმოხილვა. 22 ოქტომბერი. 2001
22 ოქტომბერს ბიურომ იმსჯელა 23-26 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე. ბიუროს წევრებმა დაუდასტურეს პარლამენტის თავჯდომარეს, რომ ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით დებატები ამოწურულია და პარლამენტი ამ საკითხს პირდაპირ უყრის კენჭს. ასეთი განწყობა ფრაქციათა თავჯდომარეების პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა. დღის წესრიგში ჩაისვა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების განხილვა მეორე მოსმენით. მასთან ერთობლიობაში განიხილება ფრაქციათა შეჯერებული პოზიციების გათვალისწინებით ვახტანგ ხმალაძის მომზადებული პროექტი და ასევე ფრაქცია სოციალისტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მომზადებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ეს ცვლილებები ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის უფლებამოსილების ვადის სამ წელიწად ნახევრით განსაზღვრას. ბიურომ დღის წესრიგში გაითვალიწინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის არჩევა. ზურაბ ჟვანიამ მოუწოდა დეპუტატებს “კომიკური” სიტუაციიც თავიდან აცილების მიზნით კენჭისყრისათვის პარლამენტის წევრთა 2/3 ქვორუმის შეგროვება მოხერხებულიყო. ბიუროს სხდომაზე განიხილეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე როსტომ დოლიძის არჩევის საკითხი. იგი ერთადერთ კანდიდატად რჩება, ვინაიდან მიხეილ ოსაძემ მოხსნა თავისი კანდიდატურა. ბიუროს სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგით პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს “ხე-ტყის ნედლეულის, შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის რეგულირების შესახებ”. Aაღნიშნილი კანონპროექტი ფრაქცია “მრეწველების” ინიციატივით არის წარმოდგენილი. პარლამენტი პლენარულ სხდომებზე კვლავ მიუბრუნდება წინა კვირის დღის წესრიგით გათვალისწინებულ განუხილავ საკითხებს.