ახალი ამბები

პარლამენტის პლენარული სესიების მიმოხილვა. 11-12 სექტემბერი. 2001

9 ოქტომბერი, სამშაბათი

პლენარული სხდომა დეპუტატების განცხადებებით დაიწყო, რომელთა თემატიკასაც აფხაზეთში შექმნილი მძიმე ვითარება განსაზღვრავდა. Pპარლამენტის წევრები მოითხოვდნენ სხდომის დახურვას და ძალოვანი მინისტრების მოსმენას. ისინი აღშფოთებას არ მალავდნენ იმ ინფორმაციული ვაკუუმის გამო, რომელშიც საკანონმდებლო ხელისუფლება აღმოჩნდა.

დეპუტატებმა აღიარეს, რომ საქართველომ ინფორმაციული ომი წააგო რუსეთთან. Mმათი თქმით, რუსული მასმედიისაგან განსხვავებით ქართული მასმედია ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მოქმედებს და ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს. Fფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” ლიდერმა ირაკლი გოგავამ მოითხოვა სპეციალური საინფორმაციო ბიუროს შექმნა, საიდანაც ის ინფორმაციები გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების რანგშია აყვანილი.

1. დადგენილების პროექტი “როლანდ გილიგაშვილის საქართველოს პარლამენტი წევრის უფლებემოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის თაობაზე”

მომხრე – 124
მოწინააღმდეგე – 0

2. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ.

მომხსენებელმა განაცხადა, რომ კანონპროექტიდან დროებით იქნა ამოღებული ის მუხლები, რომლებიც ეხებოდა საარჩევნო კომისიების ფორმირების წესს. აღნიშნული საკითხი კვლავ შეუთანხმებელი რჩება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის. წარმოდგენილი პროექტი მოიცავდა მხოლოდ იმ მუხლებს, რომელთა მოუგვარებლობის შემთხვევაში არჩევნები სრულფასოვნად ვერ ჩატარდებოდა.

პროექტში ჩადებული იყო ის მომენტიც, რომ ეთხოვათ პეზიდენტისთვის ადგილობრივი არჩევნების თარიღის დანიშვნა დეკემბრის დასაწყისისთვის.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ინიციატივით შემოსული იყო წერილი, რომლის საფუძველზეც პარლამენტს უნდა გაეგრძელებინა საკრებულოების უფლებამოსილების ვადა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე.

მრეწველები დაჟინებით მოითხონდნენ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას 2001 წელს. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო ვაკუუმი შეიქმნება და საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულებები დაირღვევა, რაც საშიში პრეცედენტი იქნება საქართველოსთვის.

კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა პარასკევსაც გარძელდა. ფრაქციებს შორის აზრთა სხვადასხვაობამ რიგ საკითხებში განაპირობა ის, რომ კენჭისყრა გადაიდო.


10 ოქტომბერი, ოთხშაბათი

1.კანონპროექტი “მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შესახებ”

კანონპროექტი წარადგინა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარემ თეიმურაზ ბერიძემ.

განიხილეს III მოსმენით.

მომხრე – 121
მოწინააღმდეგე – 0

2. კანონპროექტი “შემოქმედ მუშაკთაA და შემოქმედებითი კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავჯდომარის პირველმა მოადგილემ დავიტ მაღრაძემ.

განიხილეს III მოსმენით.

მომხრე – 87
მოწინააღმდეგე – 0

3. დადგენილების პროექტი “საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტში კონტროლის ქვეკომიტეტის შექმნის შესახებ”

მომხრე – 84
მოწინააღმდეგე – 29

11 ოქტომბერი, ხუთშაბათი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

აღორძინების ბლოკმა პარლამენტის ამ გადაწყვეტილებაში დაინახა პრეზიდენტის მცდელობა მთელი პასუხისმგებლობა პარლამენტზე გადმოეტანა.

დეპუტატი კობა დავითაშვილი გამოვიდა ინიციატივით “ხელშეკრულების შესახებ კანონში” ცვლილების თაობაზე, რითაც პარლამენტს მიენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულების ანულირების უფლება. ცვლილების განხორციელების შემთხვევაში პარლამენტი უფლებამოსილი იქნება გადაწყვიტოს საქართველოს დსთ-დან გამოსვლის საკითხი.

დიდი ხნის ბჭობის შემდეგ პარლამენტმა მიიღო დადგენილება ორი მოსმენით.

მომხრე – 157
მოწინააღმდეგე – 2  / I მოსმენა/

მომხრე – 163
მოწინააღმდეგე – 1  /II მოსმენა/


12 ოქტომბერი, პარასკევი

1. კანონპროექტი “ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ზაზა სიორიძემ.

განიხილეს II მოსმენით.

მომხრე – 121
მოწინააღმდეგე – 1
 
2. კანონპროექტი “კომერციული ბანკების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარემ ზაზა სიორიძემ.

განიხილეს I მოსმენით.

მომხრე – 110
მოწინააღმდეგე – 8

3. დაგენილების პროექტი “ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების თაობაზე”

დაგენილების პროექტი წარადგინა ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავჯდომარემ Mმიხეილ ოსაძემ.

კომისიას ერთი წლით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა.

მომხრე – 120
მოწინააღმდეგე – 0

4. დადგენილების პროექტი “გიორგი გაჩეჩილაძის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

მინისტრის კანდიდატურა წარადგინა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ვალერი ხაბურზანიამ.

მომხრე – 129
მოწინააღმდეგე – 1

5. კანონპროექტი “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”

კანონპროექტი წარადგინა ფინანსთაA მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.

ცვლილებები ეხება ენერგეტიკაში დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესებას. კერძოდ, ელექტროენერგიის იმპორტიორი ფირმები თავისუფლდებიან დღგ-ს გადასახადისაგან 2001 წლის 1 ოქტომბრამდე.

დეპუტატები დილემის წინაშე დადგნენ. თუ გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული, მაშინ ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზრდებოდა. თუმცა ცვლილების განხორციელების შემთხვევაშიც გარანტიები ტარიფის შენარჩუნების თაობაზე არ არსებობდა.

აღნიშნული ცვლილებები უშუალოდ ეხება მსხვილი ინვესტორის “ეი-ი-ეს თელასის” საქართველოში დარჩენა-არდარჩენის საკითხს.

დეპუტატთა უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ამ საკითხის. დაისვა “ეი-ი-ეს თელასის” და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების გადასინჯვის საკითხი.

კენჭი ეყარა გამარტივებული წესით.

მომხრე – 116
მოწინააღმდეგე – 11

6. საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაცის შორის “განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების კრედიტი)” რატიფიცირება.

კრედიტის წინააღმდეგ ბევრი დეპუტატი გამოვიდა. სარეიტინგო კენჭისყრის მხოლოდ მეორე ცდის შემდეგ გახდა შესაძებელი კენჭისყრის ჩატარება. განათლების მინისტრმა ალექსანდრე კარტოზიამ მოუწოდა პარლამენტარებს მხარი დაეჭირათ კრედიტისათვის.

კრედიტის კანონიერ აღსრულებაზე მომხსენებლის და თანამომხსენებლის კანდიდატურები დასახელდნენ: ზაზა დვალი და კობა ამირხანაშვილი.

მომხრე – 125
მოწინააღმდეგე – 5

7. რუსეთის დუმის განცხადების საპასუხო საქართველოს პარლამენტის განცხადება.

განცხადების ორი პროექტი იყო წარმოდგენილი: საგარეო საქმეთა კომიტეტი და ფრაქცია აღორძინების.

დეპუტატებმა შედარებით კონსტრუქციული ტონის გამო მხარი დაუჭირეს აღორძინების ვარიანტს.

Back to top button