ახალი ამბები
ადგილობრივი არჩევნები ერთი წლით გადაიდო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზა მიიღო გადაწყვეტილება 4 ნოემბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთი წლით გადადების თაობაზე. კომისიის თავჯდომარემ ეს გადაწყვეტილება ფინანსური და საორგანიზაციო პრობლემებით ახსნა. თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების რეალური საფუძველი პოლიტიკურია. “მოქალაქეთა კავშირს” არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდა, ამიტომ არჩევნების გადადება მხოლოდ ამ პარტიას აწყობდა, აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გუშინდელი გადაწყვეტილება ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებს არ შეეხება.
This post is also available in: English (ინგლისური)