skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა შევარდნაძის ჩეჩნეთის კონფლიქტში შუამავლობაზე უარი თქვა

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი იასტრჟემბსკიმ უარყო საქართველოს პრეზიდენტის წინადადება ჩეჩენ მეამბოხეთა და ოფიციალურ მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებისას შუამავლობის შესახებ.

“რუსეთი ჩეჩნეთში არსებულ პრობლემას საკუთარი ძალებით, ყოველგვარი საერთაშორისო შუამავლების გარეშე მოაგვარებს”, განაცხადა იასტრჟემბსკიმ. 

ჩეჩნეთის კონფლიქტში შუამავლობა პრეზიდენტმა შევარდნაძემ რუსეთს რამოდენიმე დღის წინ შესთავაზა.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button