Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტის მუშაობის კვირის მიმოხილვა. 17 – 23 ივლისი. 2001

იურდიულ საკითხთა, კანონიერების და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი

იურდიულ საკითხთა, კანონიერების და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტმა განიხილა ცვლილებები და დამატებები საარჩევნო კოდექსში. სხდომას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცვლილებების პაკეტი წარმოადგინა კომიტეტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ. ცვლილებები ეხება პირადობის დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტების გამოყენებას ხმის მიცემის დროს; არჩევნების მიმდინარეობისას ვიდრე მეორე ტურამდე სამართალდამცავ ორგანოებში საკადრო ცვლილებების აკრძალვას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურებს; არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით ცსკო-ს დაუკომპლექტების შემთხვევაში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირების წესებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ფრაქცია სიციალისტის თავმჯდომარის ირაკლი მინდელის შეფასებით მცდელობაა, რომ კოდექსი მოახლოვებულ ადგილობრივ არჩევნებს მოერგოს. მან წამოაყენა წინადადება არჩევნების ვადის სამი კვირით გადაწევასთან დაკავშირებით, რადგან წინააღმდეგ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის ბევრი პროცედურული ნორმა დაირღვევა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ კანონპროექტის განხილვა კომიტეტში მას მერე განახლდეს, რაც ოპოზიცია შეიკრიბება და თითოეულ მუხლზე თავის პოზიციას დააფიქსირებს.

კომიტეტში მოწვეული იყო გენერალური პროკურორის მოადგილე ვენედი ბენიძე, რომელმაც ახსნა-განმარტება გააკეთა გადაცემა “60 წუთში” გაშუქებულ ფაქტებზე. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯერ კიდევ ამა წლის 21 აგვისტოს. პროკურატურის წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა აკაკი გოგიჩაიშვილის მიმართ, რადგან მან გადაცემაში პროკურატურასთან დაკავშირებული მხოლოდ ის მომენტები გააშუქა, რომელიც მას აწყობდა. ბენიძის გამონათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ფარული კამერით სარგებლობა უკანონოა და მტკიცებულებად არ გამოდგება, იქ დამსწრე ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორაგანიზაციების აღშფოთება გამოიოწვია, რაც ცხარე კამათში გადაიზარდა.


გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი 

გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტმა განიხილა ბიუჯეტის შესრულება რვა თვის განმავლობაში და ბიუჯეტის მოსალოდნელი სეკვესტრის შესახებაც იმსჯელა. სხდომას ესწრებოდნენ, როგორც შესაბამისი სამინისტროებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ეკონომიკურ დანაშაულთან მებრძოლი უწყებები.

სახელმწიფო ბიუჯეტი რვა თვის განმავლობაში 60 მილიონი ლარით გაირღვა. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელის რომან გოცირიძის პროგნოზით წლის ბოლოსთვის ეს ციფრი სავარაუდოდ 90 მილლიონს მიაღწევს.

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში სიგარეტიდან შემოსავლების კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც საგადასახადო-შემოსავლების მინისტრის თქმით ყურადღების გამახვილებას საჭიროებს. ფაქტიურად სიგარეტის იმპორტიორ მხოლოდ ერთ ფირმას შეაქვს ბიუჯეტში თანხა. ეს ფაქტი კი მკვეთრად აისახება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.

ბიუჯეტის შეკვეცას 200 მილიონი ლარით ვარაუდობენ. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის დაცულ მუხლებს სეკვესტრი არ შეეხება.

კომიტეტის თავჯდომარე ვიტალი ხაზარაძის განცხადებით “კომიტეტი იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ბიუჯეტის გარდაუვალ სეკვესტრს, თუკი სეკვესტრის გამომწვევი სუბიექტების პასუიხსმგებლობის საკითხი დაისმება”.

სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში განიხილეს კანონპროექტი “სახელმწიფო ენის შესახებ”. კანონპროექტი წარადგინა სახელმწიფო ენის პალატის თავჯდომარემ ლევან ღვინჯილიამ. კანონპროექტი სამი წლის მანძილზე მზადდებოდა და ახლახანს შევიდა პარლამენტში განსახილველად. ლევან ღვინჯილია შორს არის იმ აზრისგან, რომ კანონპროექტი იდეალურია, მაგრამ იმედი აქვს, რომ განხილვების დროს ის უფრო დაიხვეწება.
კანონპროექტის მიხედვით არაქართველი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთაც პრეტენზია აქვთ თანამდებობებზე აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა. კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, ყველა ერს შეუძლია განავითაროს საკუთარი კულტურა და ისარგებლოს დედაენით ცხოვრებაში თუ საჯაროდ.
საკომიტეტო მოსმენაზე მოწვეულმა არაქართველი ეროვნების წარმომადგენლებმა და არაქართველმა დეპუტატებმა მოიწონეს პროექტი. მათი თქმით, საჭიროა ქრთული ენის კურსების დანერგვა.

მსგავსი/Related

Back to top button