
პარლამენტის მუშაობის კვირის მიმოხილვა. 17 – 23 სექტემბერი. 2001
ზურაბ ჟვანია პრემიერ-მინისტრობაზე უარს აცხადებს პრეზიდენტ შევარდნაძის გადაწყვეტილებამ, დატოვოს მოქალაქეთა კავშირის თანამდებობა, საპარლამენტო უმრავლესობა დაშლის საფრთხის წინაშე დააყენა. შევარდნაძის სკანდალურ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტთან 15 სექტემბერს გამართული მოქალაქეთა კავშირის მთავარი საბჭოს შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ `მოქალაქეთა~ ცალკეულმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ შევარდნაძემ მხოლოდ მიანიშნა პარტიის თავმჯდომარეობიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ. თუმცა, 17 სექტემბერს შევარდნაძემ პარტიის თავმჯდომარეობაზე უარი საბოლოდ თქვა. პრეზიდენტის განცხადებას იმავე დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტი აღარ იარსებებს. ჟვანიას განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მოქალაქეთა კავშირი მძიმე გამოცდის წინაშე დააყენა. `ეს არის პარტია, რომელიც ედუარდ შევარდნაძის გარშემო შეიქმნა. ამ პარტიამ, პრეზიდენტთან ერთად, ბევრჯერ შეასრულა გადამწყვეტი როლი ქვეყნის გადასარჩენად~, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟვანიას თქმით, მოქალაქეთა კავშირში სერიოზული წმენდაა დასაწყები, რადგან ამ პარტიას ბევრი არაკეთილსინდისიერი პირი შემოეკედლა. `მოქალაქეთა კავშირი მმართველ პარტიად ვერ შედგა. ამდენად, მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ პარტიას ეს იარლიყი საბოლოოდ მოსცილდება~, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ. პარლამენტის თავმჯდომარემ კომენტარი გაუკეთა დაახლოებით ერთი კვირის წინათ ბათუმში პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის შეხვედრას, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძემ და ასლან აბაშიძემ ზურაბ ჟვანიასა და მოქალაქეთა კავშირთან პრეზიდენტის სამომავლო ურთიერთობაზეც ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბევრი რამ მისთვის ამ შეხვედრის შესახებ გაურკვეველია. რამდენიმე საათის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობასთან დახურულ შეხვედრაზე, ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ის უარს ამბობს, დაიკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, თუ, რა თქმა უნდა, შეიქმნება მინისტრთა კაბინეტი და კენჭისყრაზე დადგება მისი, როგორც პრემიერის, კანდიდატურა. რაც შეეხება უმრავლესობას, მისმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ უმრავლესობა ერთიანია და ის არ დაიშლება. თუმცა კულუარებში გავრცელებული ინფორმაცის მიხედვით, უმრავლესობა შეიძლება დაიყოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მომხრეებად. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჟვანია შევარდნაძეს ოპოზიციაში ჩაუდგება. უმრავლესობაში მოსალოდნელ ცვლილებებს პრეზიდენტიც არ გამორიცხავს. პარლამენტში კვლავ ატყდა მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებული ციებ-ცხელება. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ აპირებს უკანვე გაიწვიოს კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქცია `მაჟორიტარებმა~ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს პარლამენტის დათხოვნის წესთან დაკავშირებით. ისინი მოითხოვენ, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლეძლობა. 18 სექტემბერს ფრაქცია `სოციალისტის~ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ შეიმუშავა ზურაბ ჟვანიას პარლამენტის თავმჯდომარეობოდან გადაყენების `ორსაფეხურიანი საშუალება~. მისი თქმით, უპირველესად, აუცილებელია ცვლილება შევიდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლში, რომელიც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის დაყენებას. დღეს მოქმედი წესის თანახმად, საკითხის დასაყენებლად აუცილებელია 157 პარლამენტარის თანხმობა. ზაქარია ქუცნაშვილის ვარიანტით კი, საკითხის დასაყენებლად 79 ხმა უნდა იყოს საკმარისი. 18 სექტემბერს გაუვიდა ვადა განცხადებას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ დაწერა და რომელიც ითვალისწინებდა მის ნებაყოფლობით გადადგომას, თუ შეგროვდებოდა მისი მოწინააღმდეგე 100 პარლამენტარის ხელმოწერა. თავის დროზე, ზურაბ ჟვანიას ეს ნაბიჯი ოპოზიციამ პროვოკაციად შეაფასა. 18 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე არც ერთი პარლამენტარის ხელმოწერა არ იყო გაკეთებული. “კოლოსი თიხის ფეხებზე” – მოქალაქეთა კავშირის ასათიანისეული შეფასება “შევარდნაძემ, როგორც ყოველთვის, დაასწრო მოვლენათა განვითარებას და დატოვა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტი; ჟვანიამ ამ ეტაპზე მარცხი განიცადა” – განაცხადა 19 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე აკაკი ასათიანმა. მან არ გამორიცხა მოქალაქეთა კავშირის დაშლა. “შევარდნაძისა და მოქალაქეთაA კავშირის განქორწინების პირობებში” დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეალურ ოპოზიციას, რომელიც უახლოეს მომავლში გამოიკვეთება. აკაკი ასათიანმა ხაზი გაუსვა მისი და Aასლან აბაშიძის დიდ მეგობრობას და განაცხადა, რომ ტრადიციონალისტთა კავშირი კვლავ დარჩება საარჩევნო ბლოკ აღორძინებაში. ტრადიციონალისტთაA ლიდერმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მისი პარტია არ შეუერთდება არჩევნების ბოიკოტირების ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს. აკაკი ასათიანმა უარყო ჟვანიასთან ფარულ ალიანსის ბრალდება. Eერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ტრადიციონაოლისტებმა არ მოაწერეს ხელი ჟვანიას გადადგომას იყო ის, რომ პარლამენტში უკეთესის პერსპექტივას ვერ ხედავენ. ამასთანავე მან დასძინა, რომ ტრადიციონალისტთა ფრაქცია არ დაუშვებს პრეზიდენტის მიერ გარკვეული ჯგუფების გაძლიერებას. ელენე თევდორაძემ პროკურატურის უმოქმედობაზე აღშფოთება გამოთქვა და მიზეზად გიორგი სანაიას მკვლელობის ძიების ფაქტიური შეჩერება, გადაცემა “60 წუთში” მოყვანილ ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება და სხვა მრავალი საქმე მოიყვანა. მან შეახსენა გია მეფარიშვილს, რომ გენერალურ პროკურორად დანიშვნამდე იგი პოსტიდან გადადგომას შეჰპირდა პარლამენტარებს, თუ სამ თვეში რადიკალურად არ შეიცვლებოდა პროკურატურის მუშაობის სტილი. “თუკი გიორგი სანაიას მკვლელობის ძიება პანკისის მიმართულებით განვითარდება, მე მზად ვარ მივიდე პროკურატურაში და მივცე ჩვენება; თუმცა დღემდე არავის გამოვუძახებივარ” – აცხადებს ადამიანის უფლებათა დამცველი. თევდორაძემ აღშფოთება გამოთქვა პრეზიდენტის სიტყვებთან დაკავშირებით, როდესაც მან ორშაბთის ტრადიციულ რადიო ინტერვიუში დადებითად შეაფასა გია მეფარიშვილის საქმიანობა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარე სამშაბათს, 25 სექტემბერს სტრასბურგში პრესკონპერენციის ჩატარებას აპირებს, სადაც წარადგენს მის ხელთ არსებულ ვიდეო და დოკუმენტურ მასალას და ამხელს ქართველ სამართალ დამცველებს. პრესკონფერენციას დაესწრებიან ევროპარლამენტის კომიტეტების თავჯდომარეები და სხვა თანამდებობის პირები. ელენე თევდორაძეს გააზრებული აქვს, რომ მისი ეს ქმედება მნიშვნელოვნად შეულახავს იმიჯს საქართველოს, მაგრამ იგი სხვა გზას ვერ ხედავს. 20 სექტემბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც უმრავლესობის მომავალი ბედი უნდა გადაწყვეტილიყო. სხდომის დაწყებამდე მუსირებდა აზრი, რომ უმრავლელობა წვრილ-წვრილ ფრაქციებად დაიშლებოდა. დახურულ კარს მიღმა ოთხსაათიანი ბჭობის შემდეგ უმრავლესობამ სიცოცხლის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყდა, რომ შემუშავდებოდა ახალი პროგრამა, რომელიც ინსტიტუციონალური და საკადრო ცვლილებების საფუძველი გახდებოდა. უმრავლესობის ლიდერმა ნიკო ლეკიშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობა კვლავ რჩება პრეზიდენტის მხარდამჭერ ძალად. უმრავლესობის წევრებმა ახალ პლატფორმის შექმნაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. “რუსეთის სპეცსამსახურებმა შესაძლოა კოდორის და პანკისის ხეობები დაბომბონ. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭო დიდი ხანია მსჯელობს” – ასე სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ფრაქცია მრწველების წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა. ბათიაშვილის განცხადებით რუსეთი თავის მზაკვრულ გეგმას საქართველოს წინააღმდეგ შტატებთან საიდუმლო შეხვედრებზე ათანხმებს. უშიშროების ექს-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ს უარის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა მაინც დაიწყოს ანტიტერორისტული დამსჯელი ღონისძიებები საქართველოში. “მზადდება სერიოზული გეგმა. და თუ კოდორის ხეობა დაიბომბა, მაშინ საქართველო იმ ერთადერთ ოაზისს დაკარგავს აფხაზეთში, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება” -აცხადებს ბათიაშვილი. პარლამენტარის თქმით, საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია თავის შველა, თუ ატეხს განგაშს საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო). გარდა ამისა უნდა მოგვარდეს შიდა პოლიტიკური პრობლემები, შეიქმნას კოალიციური მთავრობა და უმრავლესობა. უშიშროების ექს-მინისტრი პრეზიდენტის გარემომცველ ძალოვან მინისტრებს მეხუთე კონონის იარლიყს აწებებს და აცხადებს – “რა გარემოცვაშიც დღეს პრეზიდენტი იმყოფება, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. მან სასწრაფოდ უნდა მოიშოროს თავიდან ის მინისტრები, რომელთა სახელებიც კი დისკრედიტირებულია”. 21 სექტემბერს ტრადიციონალისტთა, მრეწველთა და ახალი აფხაზეთი – ქრისტიან-დემოკრატთა ფრაქციებმა ახალი ალიანსის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. ალიანსში გაერთიანებული ფრაქციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ პარლამენტში, მისი შექმნის იდეა ახალი აფხაზეთი და ქრისტიან-დემოკრატების ფრაქციას ეკუთვნის. ალიანსში გაწევრიანებისაგან თავი შეიკავა მრეწველთა ფრაქციის წარმომადგენელმა ირაკლი ბათიაშვილმა, რადგანაც იგი ამავე დროს პარტია “ახალი მემაჯკვენეების” თანათავმჯდომარეც არის. ახალი ალიანსი ოფიციალურად მომავალ კვირას გაფორმდება.
“მაჟორიტარები” პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვის პროცედურის გამკაცრებას მოითხოვენ
ოპოზიციამ ზურაბ ჟვანიას გადაყენების `ორსაფეხურიან~ საშუალებას მიმართა
ზურაბ ჟვანიას ნებაყოფლობით გადადგომის განცხადებას ვადა გაუვიდა
ელენე თევდორაძე გია მეფარიშვილის წინააღმდეგ
დაშლის პირას მისული უმრავლესობა ჯერჯერობით ერთიანობას ინარჩუნებს
უშიშროების ექს-მინისტრი მოსალოდნელი საპრთხის შესახებ იტყობინება
პარლამენტში ახალი ალიანსი იბადება