ახალი ამბები

ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობას ვერ დაატოვებინებს

“რეზონანსი”, “ახალი თაობა”

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს, თუმცა არა ჟვანიას მიერ შეთავაზებული მეთოდით. საპარლამენტო სესიების დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დაწერა განცხადება: იმ შემთხვევაში, თუ შეგროვდებოდა 100 ხელმოწერა, ის მზად იყო დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. ჟვანიას ამ იდეას წინ უძღოდა ოპოზიციის მუქარა მისი იმპიჩმენტის შესახებ. ოპოზიციის პირობა ითვალისწინებს კანონით განსაზღვრული 118 ხმის შეგროვებას. ფრაქციები ჯერ შიგნით მუშაობენ და შემდეგ აპირებენ დაგროვილი ხმების შეჯამებას.

ქართულ პრესას (“რეზონანსი”, “ახალი თაობა”) მიაჩნია, რომ ოპოზიცია ვერ შეძლებს სასურველი ხმების შეგროვებას იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციური პარტია “აღორძინების” ლიდერი ჯემალ გოგიტიზე 210 ხელმოწერის გარანტიას იძლევა (პარლამენტში სულ 235(?) დეპუტატია). “ერთია, რას ამბობს ოპოზიცია. ფაქტი სხვა რამეა”, წერს “რეზონანსი”. მისი აზრით, ჟვანიას გადაყენების წინააღმდეგ ჯერ-ჯერობით ხელს არ მოაწერენ ტრადიციონალისტები და ფრაქცია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”. “საპარლამენტო ოპოზიციაზე, როგორც ერთიანად მოქმედ ძალაზე, საუბარი გადაჭარბებულია”.

პოტენციური ხელმომწერების რაოდენობა ჟვანიას გადაყენების მსურველთათვის საიმედო ვერ არის. “რაეალური ხელმომწერია 59-კაციანი “აღორძინება”, თერთმეტკაციანი “სოციალისტები” და ათ კაციანი ფრაქცია “XXI საუკუნე”. ოპოზიციიდან გამოსული ინფორმაციით კი პერსპექტივაში ამ 80 ხმის შეგროვებაზე ფიქრიც კი ნაადრევია”, წერს “რეზონანსი”.

“ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, მათ მართალია, გააჩნიათ საჭირო ოდენობის ხელმოწერები, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას გააჯანჯლებენ, რათა (ჟვანია) გააწვალონ”, წერს “ახალი თაობა” და იქვე ურთავს საკუთარ კომენტარს: “როგორც ჩანს, ოპოზიციას უნდა ზურაბ ჟვანია ისე დატანჯოს, როგორც თავად იტანჯება”. აშკარაა, გაზეთი ოპოზიციის განცხადებას აბსურდულად მიიჩნევს.

გაზეთში ვხვდებით ინტერვიუს ორივე ე.წ. მხარის წარმომადგენლებთან. ოპოზიციური პარტია “აღორძინების” წევრი გიორგი თარგამაზე “ახალ თაობასთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიცია არც ერთი კონკრეტული პირის წინააღმდეგ არ არის გაერთიანებული და მისი გაერთიანების საფუძველს წარმოადგენს ის სტრატეგიული მიზანი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლებისა და პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლას პარლამენტის შიგნით. ფრაქცია “ტრადიციონალისტის” ლიდერს აკაკი ასათიანს საპირისპირო მოსაზრება აქვს: “არ შეიძლება ამა თუ იმ პოლიტიკური მოღვაწის პრინციპი რომელიმე ერთ კაცთან ბრძოლა იყოს”, ამბობს ასათიანი და მიაჩნია, რომ ოპოზიცია სწორედ ერთი ადამიანის – ზურაბ ჟვანის წინააღმდეგ არის გაერთიანებული.

მსგავსი/Related

Back to top button