ახალი ამბები

გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი გარდაცვლილი იპოვეს

გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ეს ინფორმაცია „სამოქალაქო საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში 8 ოქტომბერს დაუდასტურეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გოგობერიშვილი გარდაცვლილი ავტოფარეხში იპოვეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. თუმცა, სამინისტროს არ უთქვამს, როდის მოხდა ეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გოგობერიშვილი იმ პენიტენციური დაწესებულების უფროსი იყო, სადაც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამოაზრე, გიორგი ბაჩიაშვილი სცემეს. ინციდენტის შემდეგ მან და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს, ხოლო საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა, ბეჟან ობგაიძემ, აგვისტოში დატოვა თანამდებობა.

This post is also available in: English

Back to top button