
ახალი ამბები
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები აგვისტოს ომის წლისთავზე რუსეთის ქმედებებს გმობენ
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეჭრამ აჩვენა რუსეთის უფრო აგრესიული პოზიციის დასაწყისი მეზობლების მიმართ. რუსეთმა განაგრძო ამ გზით სვლა უკრაინის წინააღმდეგ თავისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით“, – განაცხადეს გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებმა 18 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში.
წარსულში მსგავს განცხადებებში მონაწილეობის მიუხედავად, ამჯერად შეერთებული შტატები ერთობლივ განცხადებას არ შეუერთდა.
This post is also available in: English