skip to content
ახალი ამბები

წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობისთვის გივი თარგამაძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა 27 ივნისს ნაციონალური მოძრაობის ყოფილ დეპუტატს გივი თარგამაძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა წულუკიანის კომისიაში გამოუცხადებლობისთვის.

თარგამაძე მეხუთე პოლიტიკოსია, რომელსაც ამავე მიზეზით პატიმრობა შეეფარდა. ყველა დაკავებულს ორი წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.

გივი თარგამაძე 2004 წლიდან 2016 წლამდე სამი მოწვევის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო. 2008 წლიდან 2012 წლამდე იგი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 2017 წელს იგი პარტია „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდსა, რომელიც 2021 წელს დატოვა.

დღევანდელ სასამართლო სხდომას თარგამაძე არ დასწრებია.

This post is also available in: English

Back to top button