
გიორგი ვაშაძეს „ქართული ოცნების“ კომისიის წინაშე გამოუცხადებლობისთვის შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 24 ივნისს ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე უარის თქმისთვის.
მანამდე იგივე ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „ლელოდან“ და ზურაბ ჯაფარიძეს „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“. ყველა მათგანს ორი წლით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება.
ვაშაძე 2012 წელს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2012 წლიდან 2016 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. 2016 წელს მან დააარსა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ენმ-სთან ერთად კოალიციაში მონაწილეობდა.
This post is also available in: English