skip to content
ახალი ამბები

მთავრობის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების გამო, „ქართულმა ოცნებამ“ მიზანში კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლები ამოიღო

„ქართულმა ოცნებამ“ ორი ოპოზიციურად განწყობილი არხის, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში საჩივრები შეიტანა და მათ გაშუქებისას იმგვარი ტერმინოლოგიის გამოყენებას ედავება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს.

საჩივრებს წინ უძღოდა ერთპარტიული პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა, რომლებმაც კომისიას მაუწყებლების კონტენტის მიმართ უფრო მკაცრი რეგულაციების გამოყენების უფლებამოსილება მიანიჭა. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს კანონი ქვეყანაში კრიტიკული მედიის გაქრობას ემსახურება.  

This post is also available in: English

Back to top button