
ბრიუსელი: ქართული FARA დემოკრატიისთვის „სერიოზულ უკუსვლას“ წარმოადგენს
31 მაისს საქართველოში უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) ამოქმედებას ევროპელი ლიდერების მწვავე კრიტიკა მოყვა, რომელთაც განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას წარმოადგენს და ქვეყანას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას კიდევ უფრო აშორებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა მარტა კოსმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირი მზადაა განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუკი ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის საპირისპირო სარწმუნო ნაბიჯებს გადადგამს.
FARA-ს ამოქმედებას ასევე გამოეხმაურნენ შვედეთისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე ესტონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, მარგუს ცაჰკნა და ბაიბა ბრაჟე, და განაცხადეს, რომ ის ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს არღვევს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას ემსახურება და ქვეყნის მოსახლეობას ევროპულ მომავალს ართმევს.
This post is also available in: English