skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის MEGOBARI აქტი კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო

აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 11 ივლისს საქართველოს მიმართ სანქციების შესახებ MEGOBARI აქტის სახელით ცნობილი კანონმდებლობა მიიღო. ამის თაობაზე კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ იტყობინება ვაშინგტონინდან. დოკუმენტს 46-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 6-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა, რაც ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერაზე მიუთითებს. უახლოეს დღეებში კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში გაიმართება.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი კანონად ოქტომბრის არჩევნებამდე იქცეს“, – განაცხადა, აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა, რომელმაც მაისში MEGOBARI აქტი წარადგინა. MEGOBARI აქტი ითვალისწინებს სანქციებს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, და ავალებს აშშ-ის შესაბამის სამთავრობო უწყებებს, კონგრესს ინფორმაცია მიაწოდონ არასათანადო გავლენისა და სანქციების თავიდან აცილების, ასევე საქართველოში რუსეთის დაზვერვის აქტივების შესახებ.

მსგავსი/Related

Back to top button