![](https://civil.ge/wp-content/uploads/2018/07/10.07.2018.Mamuka_Bakhtadze-1.jpg)
ახალი ამბები
ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მის ახალ რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელს ესტუმრება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბახტაძე ბელგიას 18-20 ივლისს ეწვევა და ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ნატოს ოფიციალურ პირებს შეხვდება.
მამუკა ბახტაძე ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ წარადგინეს, რაც მისმა წინამორბედმა, გიორგი კვირიკაშვილმა 13 ივნისს თანამდებობა დატოვა.