skip to content
ახალი ამბები

სოხუმის და ცხინვალის დელეგაციები ნაურუს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრნენ

ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები ხანგრძლივი ვიზიტით ნაურუს სტუმრობენ.

დელეგაციებმა, რომელთაც ოკუპირებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დაურ კოვე და დმიტრი მედოევი, ხელმძღვანელობენ, 31 იანვარს ნაურუს დამოუკიდებლობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

ნაურუს პრეზიდენტი ბარონ ვაქა, რომელმაც ორი თვის წინ აფხაზეთსა და მოსკოვში ვიზიტის დროს მიიწვია საგარეო საქმეთა მინისტრები, კოვეს და მედოევს 26 იანვარს შეხვდა. ამ უკანასკნელმა ასევე გამართა შეხვედრა მიკრონეზიის პრეზიდენტთან პიტერ კრისტიანთან.

წყნარ ოკეანეში მდებარე, მსოფლიოს ყველაზე პატარა კუნძულ-სახელმწიფომ, ნაურუმ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2009 წელს აღიარა. ამ ეტაპისთვის, ორი რეგიონის დამოუკიდებლობას ასევე აღიარებენ რუსეთი, ვენესუელა და ნიკარაგუა.

მსგავსი/Related

Back to top button