ახალი ამბები

ნიკა გილაური ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 7 დეკემბერს ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა.

„შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები იქნა განხილული“, – იტყობინება ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ამავე ცნობით, გილაურმა ყაზახეთის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მოწვევა გადასცა, რათა ის 2012 წელს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვიოს.

ნიკა გილაური ასტანას ორდღიანი სამუშაო ვიზიტით 6 დეკემბერს ესტუმრა, სადაც აეროპორტში მისი ყაზახი კოლეგა კარიმ მასიმოვი დახვდა.

 

Back to top button