
ახალი ამბები
ნოღაიდელი პუტინს შეხვდება
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერ–მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდება, იტყობინება ნოღაიდელის პრესსამსახური.
პარტიის ცნობით, შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ზურაბ ნოღაიდელი მოსკოვს 28 ივნისიდან სტუმრობს მერვე ვიზიტით ოქტომბრის შემდეგ. აქამდე იგი ორჯერ შეხვდა ვლადიმერ პუტინს და რუსეთის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.