skip to content
ახალი ამბები

სუბარი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ყოფილმა სახალხო დამცველმა და ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გადაწყვიტა თბილისის საკრებულოს წევრობაზე კენჭი აღარ იყაროს.

სუბარი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო,  გადაწყვეტილებას იმით ხსნის რომ ის ”კვლავაც ერთგული” რჩება მისი წინადადებისა, რომელიც მან 31 მარტს საგაზეთო სტატიაში ჩამოაყალიბა და რომელიც ”გამარჯვების ფორმულის” სახელით არის ცნობილი.

ალიანსმა საქართველოსთვის განაცხადა 29 აპრილს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი უმრავლესობით მოვა თბილისის საკრებულოში,  საკრებულოს თავმჯდომარეობას იმ ოპოზიციურ ძალას შესთავაზებს, ვისაც ალიანსის შემდეგ ყველაზე მეტი ხმა ექნება.

სუბარის გადაწყვეტილების შემდეგ ”ალიანსის” პარტიული სიის პირველი ნომერი რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი გახდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button