ახალი ამბები

ცხინვალში ორი ქართველია დაკავებული – შსს

გორის რაიონის სოფელ კირბალთან ორშაბათს დაკავებული ორი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი ამჟამად ცხინვალში იმყოფება და მიმდინარეობს მათი გათავისუფლების მცდელობები, განუცხადა შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა Civil.ge-ს 25 თებერვალს.

მისი ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით სეპარატისტულ ხელისუფლებას დაკავებულთა მიმართ კონკრეტული ბრალი არ წაუყენებია.

იმავდროულად, ხვალ საქართველოს ეწვევა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამერბერგი, რომელიც ასევე გეგმავს ცხინვალში სტუმრობას. ორდღიანი ვიზიტისას ჰამერბერგი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს დაკარგულთა და დაკავებულთა საკითხებს განიხილავს.

Back to top button