
ახალი ამბები
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ივანე ნონიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ამ ინფორმაციას. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რის საფუძველზე თქვა უარი ივანე ნონიაშვილმა თანამდებობაზე, რომელიც გასულ ნოემბერს დაიკავა.
ელჩად დანიშვნამდე ნონიაშვილი პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი იყო.
This post is also available in: English Русский