ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფება, სადაც ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში 25 უმსხვილეს ბიზნესმენს შეხვდება. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან შეხვედრა, სადაც განიხილება პოლიტიკური და ეკონომიკური, მათ შორის ორმაგი დაბეგვრის და ინვესტიციების მოზიდვის საკითხები. 

ნიკა გილაური ასევე შეხვდება ვიცე-პრემიერს, რეგიონალური განვითარების მინისტრს სილვან შალომს.

Back to top button