ახალი ამბები

ელექტროგადამცემი ხაზები – ”ქართლი 2” და ”იმერეთი” – ავარიულად გაითიშა

ელექტროგადამცემი ხაზების ”ქართლი 2”-ის და ”იმერეთის” ავარიულად გათიშვის გამო ელექტროენერგიის მიწოდება რამოდენიმე რეგიონს და  დედაქალაქის რამდენიმე უბანს შეუწყდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია გადამცემი ხაზების ავარიული გათიშვის მიზეზი. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე გასულები არიან შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც ამას დაადგენენ და ასევე დაიწყებენ აღდგენით სამუშაოებს.

ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა თბილისის ზოგიერთ რაიონში.

22 ივნისს სამეგრელოში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს აფეთქებული იქნა კავკასიონის 500 კვტ-იანი მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, რამდენიმე დღეში იქნება რეაბილიტირებული.

Back to top button